ხელოვნება ქეთის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხატვის დროს იგი თავიდან ბოლომდე ერთვება პროცესში, გადააქვს მთელი ემოციები და ხასიათი. შთაგონების წყარო, ძირითადად, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპია, რომელთაც გარდამტეხი როლი შეასრულეს ან რაიმე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მასზე, ინსპირაცია ხშირად გამხდარა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომელთაც ინტერპრეტაციას უკეთებს და თავისი ფერებით ქმნის საერთოდ ახალ ტილოებს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალური სტილით, მკვეთრი ფერებით და ასახავს თანამედროვე ყოფას. ქეთის აქვს მიღებული მონაწილეობა არაერთ პერსონალურ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენაში, ხოლო, მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი იყიდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მათ, ძირითადად, იძენენ მუზეუმები, რეგულარული საგამოფენო სტუდიები და კერძო პირები. პარალელურად ამისა, ის იღებს პერსონალურ შეკვეთებს. ქეთის მიზანია უფრო მეტად განავითაროს თავისი უნიკალური სტილი და გაექცეს თანამედროვე საზოგადოების მოწყენილობას.